ტარტის მომზადების ტექნოლოგია, სადაც ძირი, კრემი, ხილი ერთად ცხვება, არის ჩემი ფავორიტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ტარტში გემოები გაცილებით ერთმანეთში გამჯდარი, სტრუქტურა კი რბილი და სასიამოვნოა. ტარტის ცომისთვის, გამოიყენეთ ფხვიერი ტარტის ცომის რეცეპტი.
- მოამზადეთ ცომი, გააციეთ და გამოაკარით სასურველ ფორმაში და ისევ მაცივარში შეაბრუნეთ.
- დარჩენილი ცომისგან გააკეთეთ Crumble. იგივე ფხვიერი ცომის , ნახევრად გამომცხვარი ნაფხვენები: ფხვიერი ცომი გააბრტყელეთ და შედგით სულ ცოტაზე გამოსაცხობად ღუმელში, 170 გრადუსზე დაახლოებით 5 წუთით ან დააკვირდით (ცომი არ უნდა გამოცხვეს, უნდა იყოს უმი თუმცა ცოტა გამაგრებული) როდესაც ასეთ სტრუქტურამდე მივა, გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ შეაგრილეთ და ხელით დაფშხვენით, ისე რომ მიიღოთ ნახევრად უმი ცომის ნაფხვენები. (ეს გამოგვადგება როგორც ტარტის ზედა ნაწილი).
ასე გამოიყურება Crumble - მოამზადეთ კრემ-პატისიე და ოდნავ რომ შეგრილდება შეურიეთ ალკოჰოლი, მაგ: შავი რომი ძალიან უხდება.
- შიგთავსისთვის მოიმზადეთ ხილი, ამ შემთხვევაში გაყინული კენკრის მიქსი 200 გრ (იყიდება კარფურში,გაყინული ხილის სექციაში) , რომელსაც დააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და გააჩერეთ სანამ აწყობას არ დაიწყებთ.
- გამოდგით მაცივრიდან ტარტის ფორმა , კრემ-პატისიე მოათავსეთ ისე რომ დაიფაროს ტარტის სიმაღლის 2/3 ნაწილი, ჩაალაგეთ ცოცხალი ხილი, ზემოდან კი ნაფხვენები დააყარეთ.
გამოცხობა:
- გამოსაცხობ პლაკზე, ჯერ გაშალეთ თუნუქის ფურცელი (ფოლგა) (ცოტა დიდი ზომის, რომ გაიშლება ზემოდანაც უნდა გადაეკრას) , შემდეგ ზემოდან დადეთ ტარტი და შედგით გამოსაცხობად 165 გრ-ზე 15-20 წთ-ის განმავლობაში, ან სანამ არ გაოქროსფერდება.ამის შემდეგ, კი გამოდგით ტარტი (სწრაფად უნდა იმოქმედოთ) ისე თუნუქის ფურცელი, რომელიც ქვემოთ ქონდა დაფენილი, გვერდები გამოუშალეთ და მთლიანად ტარტი გადაახვიეთ. დააბრუნეთ ღუმელში და აცხვეთ 50 წთ.
ამ ტექნიკის დამსახურებით გამოდის ტარტი რბილი და სრულად ცხვება (არ რჩება ძირი შუაში უმი) ვინაიდან დიდ ხანს ვაცხობთ და არც ზედაპირი გვეწვება.
ტარტი შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში 10 დღის განმავლობაში, ან მაცივარში 2-3 დღე.