პორცია 10 ნაჭრანი 2 ტარტი.
ფხვიერი ცომი:
კვერცხის გული – 5 ცალი
შაქრის პუდრა – 200 გრ
კარაქი – 350 გრ
მარილი
ფქვილი – 500 გრ
ლიმონის ცედრა (არჩევით) – 2 ც
ვანილინი (არჩევით) – 1ც
მომზადების წესი:
დავყაროთ ფქვილი, დავახეხოთ წვრილად გაყინული კარაქი და ხელით მსუბუქად (არ დავაჭიროთ) დავიწყოთ გაფხვიერება. იმ დონეზე უნდა ვაფხვიეროთ, მასა უნდა იყოს ქვიშასავით და არ ეტყობოდეს კარაქის ნაწილები (თან კარაქი არ უნდა დაგვიდნეს) შემდეგ ემატება ლიმონის ცედრა, შაქრის ფხვნილი, ვანილინ ც და მარილი. ეს ყველაფერი ასევე აირევა ერთმანეთში, შუა გულს ჩავუღრმავებთ და ჩავასხავთ გათქვეფილ კვერცხის გულებს. ცომს მოვზელთ მსუბუქად (უბრალოდ უნდა შეერთდეს ცომი)(1 წუთის განმავლობაში).
ვახვევთ პარკში და ვდებთ მაცივარში 30 წთ-ით.
ცომის გაბრტყელება:
ვინაიდან 2 ტარტს ვაკეთებთ, ცომი იყოფა 2 ნაწილად.
ცოტაოდენი ფქვილი იყრება მაგიდის ზედაპირზე და ზედ ბრტყელდება თხლად (0.5 სმ) ორივე მხრიდან. თან ფქვილიანი ხელით ვასწორებთ წრიულად ზემოდან. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვნად გაბრტყელებული. (უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, ცომი რომ არ გაგვითბეს) გაბრტყელებული ცომი, გადავაფაროთ გამზადებულ ტარტის ფორმას და ხელით ჩავკეცოთ, მსუბუქად, ძირზე და გვერდებზე და კვლავ მოვათავსოთ მაცივარში 10-15 წთ-ით.
ვაცხობთ 160*-ზე დაახლოებით 20 წთ ან სანამ არ გაოქროსფერდება.
ხილის შიგთავსის მომზადება და აწყობა:
ტარტი 1 – კარამელიზირებული მსხლითა და მერინგის ფროსტინგით
კარამელის მომზადება:
ტაფა გავაცხელოთ და დავაყაროთ 100 – 120 გრ შაქარი. შაქარი დაიწყებს დნობას, პარალელურად ავადუღოთ დაახლოებით 80 მლ/ლ ნაღები და შაქარი როდესაც დადნება სწრაფი მორევით დავასხათ ტაფას. მორევისას ნაღების ორთქლი იქნება ჭარბად (ხელი არ დაიწვათ) მიღებულ კარამელს, ცეცხლიდან მოუხნელად დავაყაროთ წვრილ კუბებად დაჭრილი მსხალი და სურვილისამებრ დარიჩინი. მოვურიოთ და ოდნავ დუღილს რომ დაიწყებს ეგრევე გამოვრთოთ, თან დავადოთ პატარა კუბი კარაქის.
გამომცხვარ ფხვიერ ძირს, დავადოთ გაციებული,მსხლის შიგთავსი და სასურველი ფორმით წავუსვათ იტალიური მერინგის კრემი. (იხილეთ კრემების კატეგორიაში).
ტარტი 2 – მარწყვით,ხილით და პატისიესა და ნაღების კრემის დეკორით
დაგვჭირდება კრემ-პატისიე პორცია – 250 გრ. რძეზე (იხილეთ კრემების კატეგორიაში) და მარტივი ამოყვანილი ნაღები (მცირე რაოდენობის შაქრის ფხვნილთან ერთად).
კრემის დასმის შემდეგ, გავათბოთ გარგრის ან ნეიტრალური ნაპაჟი (ნაპაჟი იყიდება dgf-ში და აქვს სითხის შემაკავებელი ფუნქცია) გამოიყენება იმისათვის რომ ცოცხალმა ხილმა იპრიალოს დიდი ხნის განმავლობაში და ასევე გაყინული ხილის შემთხვევაში , ივლება გაყინული და აღარ გამოდის ზედმეტი სითხე. გამთბარ ნაპაჟში ამოვავლოთ მარწყვი, ყურძნის მარცვლები და მოვათავსოთ ტარტის ცარიელ ადგილებში. ზემოდან დავახეხოთ ლიმონის ან ლაიმის ცედრა, მოვაყაროთ პუდრი და მზად არის.
6 Comments Add yours