კრემ პატისიე

კლასიკური, ფრანგული მოხარშული კრემი.

ინგრედიენტები:

რძე – 500 გრ

შაქარი – 120 გრ

კვერცხის გული – 3 ც (60 გრ)

კრემ პატისიერის პუდრა – 55 გრ.

!კრემ პატისიე არის 97% სიმინდის მარცვალის გარსი +ვანილი+ფქვილი.

!ნებისმიერი დანამატი ერევა ცხელზე. ყავის ექსტრაქტი, შოკოლადი, შავი რომი, კიში, პრალინე, ქოქოსის ფანტელი.

მომზადების ტექნოლოგია:

საკონდიტრო ქვაბში დავდგათ რძე ასადუღებლად. პარალელურ რეჟიმში, საკონდიტრო თასში გავათეთროთ კვერცხის გული და შაქარი, დავამატოთ კრემ პატისიეს პუდრა და კარგად გავთქვიფოთ მიქსერით. რძის ადუღების შემდეგ, ცხელი რძის ნახევარი, დავამატოთ გათქვეფილ მასას და შემოვურიოთ მიქსერით.

BeFunky Collage.jpg

მიღებული მასა დავაბრუნოთ საკონდიტრო ქვაბში სადაც მეორე ნახევარი რძე დუღს. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და შეუწყვეტელი მორევით ვურიოთ ინტენსიურად ხელის სათქვეფით. მორევის შემდეგ შევნიშნავთ რომ კრემი დაიწყებს შესქელებას შუა ნაწილიდან. შესქელებისთანავე ქვაბი მოვხსნათ ცეცხლიდან და გავაგრძელოთ ინტენსიური მორევა. მორევის პროცესში მასა მთლიანად კრემისებური გახდება. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ ქვაბი დავაბრუნოთ ცეცხლზე და შეუწყვეტელი მორევით გავაგრძელოთ 3-4წთ მოშუშვა.

მოშუშვის შემდეგ კრემი (ცხელი) გადავიტანოთ მარიზის დახმარებით საკონდიტრო თასში და შევასრულოთ (თუ სურვილი გვაქვს) კრემში დანამატები: ყავის ექსტრაქტი, წინასწარ გამდნარი შოკოლადი, პრალინე, ალკოჰოლი, ქოქოსი ა.შ.

ამ შემთხვევაში, ნაწილს ავურიე ამოყვანილი ნაღები და მივიღე კრემ-მუსი (უფრო ჰაეროვანი). დანარჩენი ნაწილი გავყავი 2 ნაწილად და შევურიე შოკოლადის ღილები, დაბლენდერებული და შაქართან ერთად წამოდუღებული ცოცხალი კენკრა.

დანამატების შემდეგ, მიღებული კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო პლაკზე ან ჯამზე და გადავაკრეთ პლასტირი ისე რომ მთლიანად ეხებოდეს კრემს (რომ არ გაიკეთოს აპკი).  დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე სანამ კარგად არ გაგრილდება. გაგრილების შემდეგ კრემი მოვათავსოთ მაცივარში და გავაციოთ – კარგად! გაციების შემდეგ კრემი გავთქვიფოთ ხელსახლა თასში და გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ.

! – კრემში ნებისმიერი დანამატი ერევა ცხელზე : ყავის ექსტრაქტი , შოკოლადი, შავი რომი, კიში, პრალინე, ქოქოსის ფანტელი და ა.შ.

იდეალურია ტორტის ფენებს შორის, ასევე დანამატებით, სხვადასხვა ნამცხვრების ფენებს შორის. კრემ-პატისიე ასევე ცხვება ტარტებში. ძალიან გემრიელი მოხარშული კრემი.

12 thoughts on “კრემ პატისიე

    • pastryguru

      Dgf Icc Georgia – ფბ გვერდი აქვთ, სადაც ნებისმიერი ახალი პროდუქტი იდება. მისამართი: 5, St.Mosashvili Tbilisi, Georgia. პატისიეს პუდრა არ ღირს ძვირი და ძალიან პატარა პროპორციით გვჭირდება კრემებში. სჯობს ცოტა იყიდოთ, მაგ: 300 გრ. როგორც ვაკვირდები, დიდი ხნის (7-8 თვე) დების შემდეგ, გასდის არომატი.

      Like

  1. Eka Jorjadze

    შეიძლება მზა (დანამატებიანი) კრემ-პატისიეს ხანგრძლივად შენახვა მაცივარში?

    Like

    • pastryguru

      კრემ – პატისიე მაცივარში 2 დღეზე მეტი არ ინახება. (დანამატების მიუხედავად) ზოგადად , კრემი უფრო მეტი დროით ინახება, როდენას მასში შერეული არის ჟელატინი.

      Like

      • Eka Jorjadze

        გასაგებია, 2 დღეც კარგია. ჟელატინიანი კრემის შენახვის პურობებიც მაინტერესებს. გმადლობთ.

        Like

      • pastryguru

        ჟელატინიანი კრემი 1 დღით მეტს ძლებს მაცივარში (საკუთარი გამოცდილებით ვამბობ) : )

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s