
შავი ტყე შედგება არაჟნის კრემისა და შოკოლადის ბისკვიტისაგან. ასევე აუცილებელი ინგრედიენტია ალუბალი.
არაჟნის კრემი:
ინგრედიენტები:
არაჟანი – 500 გრ
შაქრის ფხვნილი ან შაქარი – 300 გრ
ჟელატინის ფირფიტა – 20 გრ
ამოყვანილი ნაღები – 500 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
დავალბოთ ჟელატინი ცივ წყალში. არაჟანი და შაქარი (ან პუდრა) მოვათავსოთ საკონდიტრო თასში და მსუბუქად მოვურიოთ. პარალელურ რეჟიმში ამოვიყვანოთ ნაღები და გადავდოთ გვერძე. გავადნოთ ჟელატინი (გავწუროთ და დაბალ გაზზე მოვათავსოთ თან ვურიოთ) გამდნარი ჟელატინი, ნელ-ნელა გადავურიოთ იგივე არაჟანსა და პუდრს. მიღებულ მასას , ძალიან თქვეფის გარეშე, მარიზის ან ხის კოვზის მეშვეობით გადავურიოთ ამოყვანილი ნაღები.
ჟენუაზი: – (კლასიკური ტორტის ბისკვიტი)
არსებობს 2 სახის – ნატურალური და შავი.
!ეს ბისკვიტი იყინება ძალიან კარგად. ეყრება შაქრის ფხვნილი (როგორც დამცავი საშუალება სინესტისგან) ორივე მხარეს.
ინგრედიენტები:
(იმ შემთხვევაში თუ აპირებთ ცოტა მოზრდილი ზომის ნამცხვრის აწყობას (თან გჭირდებათ 2 ფენა ჟენუაზის) მოცემული რეცეპტი გააორმაგეთ)
ფქვილი – 90 გრ
გამაფხვიერებელი – 5 გრ (მსუბუქი თავით)
შაქარი – 125 გრ
კვერცხი – 4ც
კაკაო – 35 გრ
მომზადების ტექნოლოგია:
კვერცხი და შაქარი გადავურიოთ ერთმანეთში და საკონდიტრო თასით დავდგათ ორთქლის აბაზანაზე. ვურიოთ წრიულად,ინტენსიურად. მიღებული მასის ტემპერატურა ავიყვანოთ 45 გრადუსამდე. (ან თითით რომ შევამოწმებთ, უნდა გვიკბინოს სიმხურვალემ). მიღებული მასა თავსდება მიქსერში და კეთდება (ამოგვყავს) ბომბა. (ფქვილის შერევის შემდეგ აღარ უნდა გაჩერდეს ცომი, ამიტომ სჯობს ბომბის ამოყვანის დროს, დრო მოვიგოთ და გავიმზადოთ გამოსაცხობი ფორმა) ბომბის მიღების შემდეგ საცერის გამოყენებით შევურევთ ნელ-ნელა ფქვილსა და გამაფხვიერებელს (ხის ხოვზით ან მარიზით).
მიღებული მასა მოვათავსოთ პერგამენტზე და გადავასწოროთ სპაწულის დახმარებით და გამოვაცხოთ 180 გრ 10 წთ. – ეს ის შემთხვევაა როდესაც პირდაპირ თხელ ფენებს ვაცხობთ, რომელსაც შუაზე გაჭრა აღარ დაჭირდება.
თუ დიდ ფორმაში (ყალიბში) ცხვება უნდა დაიცხიმოს, დაიფქვილოს და ცხვება 165 – 170 ზე 30-35 წთ შეიძლება 45 წთ-ც. – ასეთი ფორმის ბისკვიტის შემთხვევაში, მოგვიწევს მისი შუაზე გაჭრა.
როგორც ხედავთ, ბისკვიტი შეგიძლიათ პატარა წრეებადაც გამოჭრათ. დამოკიდებულია, თქვენ როგორი ფორმები გაქვს სახლში.
მონტაჟი და დეკორი:
I – ბისკვიტი
II – არაჟნის კრემი
III – ალუბალი
IV – ბისკვიტი
V – არაჟნის კრემი
VI – დეკორი (შოკოლადი გახეხილი, ბისკვიტის Crunch-ები, ალუბალი)
ბისკვიტი უნდა დაინამოს შაქრის სიროპით (შაქარი და წყალი 1×1 ზე წამოადუღეთ 5 წთ)
One Comment Add yours