ინგრედიენტები:
კრემ – ყველი – 400 გრ
ნაღები ცხოველური (33% და ზემოთ) -250 გრ
(სურვილისამებრ) ნაღები მცენარეული – 250 გრ
შაქრის ფხვნილი – 30 გრ
თუ ვიყენებთ მხოლოდ ცხოველურ ნაღებს, შესაბამისად იქნება 500 გრ.
მომზადების ტექნოლოგია:
ამ კრემის მომზადება შეიძლება 2 ნაირად.
- მხოლოდ ცხოველური ნაღებით.
ამ ტიპის,ნატურალური ნაღების ამოყვანა და მისი სხვა ინგრედიენტებთან შერევა, ხშირად რთულია და უფრო მეტი სიფრთხილე სჭირდება. 1 ლ ნაღების მიქსერით ამოყვანას სჭირდება დაახლოებით 10 – 13 წუთი.
ნაღები და შაქრის ფხვნილი მოათავსეთ მიქსერის თასში და ამოიყვანეთ სანამ მასა არ შესქელდება, მოცულობაში გაიზრდება. (ძალიან გადათქვეფის შემთხვევაში, მიიღებთ კარაქს)
მიღებული ამოყვანილი ნაღები , გადაიტანეთ სხვა თასში, იგივე მიქსერის თასში კი მოათავსეთ კრემ – ყველი და ისიც გათქვიფეთ, სანამ კარგად არ შეერევა (1-2 წთ)
შემდეგ მიღებული ორივე მასა გადაურიეთ ერთმანეთში მარიზის მეშვეობით
2. მცენარეული და ცხოველური ნაღებით.
ამ შემთხვევაში შეგვიძლია ყველა ინგრედიენტი პირდაპირ ერთად მოვათავსოთ და მიქსერით ამოვიყვანოთ. გაითვალისწინეთ, ვინაიდან მც. ნაღები ურევია, მასა გაცილებით მალე ამოვა და ამიტომ ყურადღებთ იყავით რომ არ გადაითქვიფოს.
გაითვალისწინეთ – მც. ნაღებს უკვე ურევია შაქარი, ასე რომ დამატებით შაქარი შეგიძლიათ არ შეურიოთ და მხოლოდ ნაღები და კრემ-ყველი გამოიყენოთ.
მიიღებთ კრემს, რომელიც არ არის ტკბილი , რითიც ხელს უწყობს ნამცხვრის გემოების წამოწევაში და ასევე აქვს თავისი საინტერესო გემოს ნოტები.