რეცეპტით – მზადდება 13 პერსონაზე (2,5 სმ ნაჭერი)
ფორმა – 17 დმ.
ინგრედიენტები:
სტაფილო (გახეხილი) – 250 გრ
ფქვილი – 230 გრ
გამაფხვიერებელი 5 გრ
კვერცხი – 3 ც
კაქარი (რბილი) – 120 გრ
ნიგოზი (დაბლენდერებული მსხვილად) – 120 გრ
ყავისფერი შაქარი – 125 გრ
სუნელები: დარიჩინი (სავალდებულოა იგრძნობოდეს ინტენსიური გემო) , შავი ვანილი, ფორთოხლის ცედრა ½, შავი რომი 1 ბუშონი.
- შავი ვანილი, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ და უფრო კრემებისთვის შემოინახოთ 🙂
- ნიგოზს ჯერ მსუბუქად ვხალავ(ასე უფრო ინტენსიური გემო აქვს), შემდეგ ვაგრილებ და ვფქვავ
- გახეხილ სტაფილოს, მალევე ვურევ დარიჩინს, ფორთოხლის ცედრასა და შავ რომს და ცოტა ხანს ვაჩერებ სანამ კარგად არ შეერევა გემოები.
მომზადების ტექნოლოგია:
კარაქი და შაქარი გათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ კვერცხი თითო-თითო. შემდეგ გახეხილი სტაფილო (რომელსაც წინასწარ ჰქონდა შერეული დარიჩინი,ფორთოხლის ცერა და რომი), რომ გაერთიანდება მასა , ვამატებთ ფვილს, გამაფხვიერებელსა და ნიგოზს. აქ უკვე უმჯობესია ხის კოვზით ამოვურიოთ.
მოვათავსოთ სასურველ ფორმაში და გამოვაცხოთ – 165 გრ 50-60 წთ.
სტაფილოს ნამცხვარი ძალიან ბევრნაირი ფორმის გამომიცხვია, გააჩნია გარემოებას.
თქვენ შეგიძლიათ სტანდარტული კექსის ფორმის, მინი მაფინების, თხელი ნამცხვრის ფორმის გააკეთოთ.
დღეს მე გამომცხვარი ბისკვიტი 4 ნაწილად გავყავი და უგემრიელესი კრემ-ყველის კრემით გავაჯერე.
ინგრედიენტები:
კრემ – ყველი – 400 გრ
ნაღები ცხოველური (33% და ზემოთ) -250 გრ
(სურვილისამებრ) ნაღები მცენარეული – 250 გრ
შაქრის ფხვნილი – 30 გრ
თუ ვიყენებთ მხოლოდ ცხოველურ ნაღებს, შესაბამისად იქნება 500 გრ.
მომზადების ტექნოლოგია:
ამ კრემის მომზადება შეიძლება 2 ნაირად.
- მხოლოდ ცხოველური ნაღებით.
ამ ტიპის,ნატურალური ნაღების ამოყვანა და მისი სხვა ინგრედიენტებთან შერევა, ხშირად რთულია და უფრო მეტი სიფრთხილე სჭირდება. 1 ლ ნაღების მიქსერით ამოყვანას სჭირდება დაახლოებით 10 – 13 წუთი.
ნაღები და შაქრის ფხვნილი მოათავსეთ მიქსერის თასში და ამოიყვანეთ სანამ მასა არ შესქელდება, მოცულობაში გაიზრდება. (ძალიან გადათქვეფის შემთხვევაში, მიიღებთ კარაქს)
მიღებული ამოყვანილი ნაღები , გადაიტანეთ სხვა თასში, იგივე მიქსერის თასში კი მოათავსეთ კრემ – ყველი და ისიც გათქვიფეთ, სანამ კარგად არ შეერევა (1-2 წთ)
შემდეგ მიღებული ორივე მასა გადაურიეთ ერთმანეთში მარიზის მეშვეობით
2. მცენარეული და ცხოველური ნაღებით.
ამ შემთხვევაში შეგვიძლია ყველა ინგრედიენტი პირდაპირ ერთად მოვათავსოთ და მიქსერით ამოვიყვანოთ. გაითვალისწინეთ, ვინაიდან მც. ნაღები ურევია, მასა გაცილებით მალე ამოვა და ამიტომ ყურადღებთ იყავით რომ არ გადაითქვიფოს.
აწყობა:
გაციებული ბისკვიტის 1 ფენა(სულ ძირი) მოვათავსოთ კვლავ იმ ფორმაში რომელშიც გამოვაცხეთ (ან გაშლილ თეფშზე) და თანაბრად წავუსვათ კრემ – ყველის კრემი, ასე მოვიქცეთ ყველა ფენაზე. ზემოდანაც გადავანაწილოთ დარჩენილი კრემი და დაჭრილი ნიგოზით გავაფორმოთ.
შედეგად მივიღებთ, რომის, სუნელებით და ფორთოხლის არომატით გაჯერებულ, სტაფილოს რბილობით დასველებულ, მოხალული ნიგოზით და ყავისფერი შაქრით გაოქროსფერებულ, ტკბილ და ხასიათზე მომყვან მარტივ ნამხვარს, რომელსაც კრემ – ყველის ელემენტები უფრო ლამაზს და საინტერესოს ხდის. 🙂